ოპოზიციის ანტიეროვნულ ქმედებებზე გაოცებული მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები - პრემიერის მორიგი ბრალდება

06.06.22 15:20
ოპოზიციის ანტიეროვნულ ქმედებებზე გაოცებული მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები  - პრემიერის მორიგი ბრალდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია  ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას არ წყვეტს, ბრიუსელში კაბინეტ-კაბინეტ დადიან, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. თუმცა, მთავრობის მეთაური არ აკონკრეტებს, რომლე ლიდერზეა საუბარი.

უფრო მეტიც, პრემიერის ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია შეკვეთილი სტატიებით ფერხდება.

ჩვენს შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ და ცდილობენ ჯერ კიდევ შეკვეთილი სტატისებით, სიუჟეტებით, უცხოეურ მედიაში, პრესაში, მათი შეხვედრებით ბრიუსელში, გაოცებული მიყვებოდნენ აქეთ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნსი წინაღმდეგ. 

მჯერა, რომ ევროკავშირში არიან ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები, რომლებიც მიიღებენ გონივრულ და სამართლიან გადაწყვეტილებას. - განაცხადა ირაკლიღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები