გვარამია ერთადერთია ვინც, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ციხეში 220-ე მუხლით გაუშვეს - GDI
"მთავარი არხის" ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია ერთადერთია, ვინც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ციხეში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გაუშვეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" აცხადებს, მათმა იურისტებმა უზენაესი სასამართლოდან ოფიციალური სტატისტიკა გამოითხოვეს, დოკუმენტები შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ ჯამში სა-სამართლომ 19 პირის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ ამ მუხლის გამო ციხეში არავინ გაუშვიათ. ნაწილს ჯარიმა, ნაწილს პირობითი სასჯელი შეეფარდათ.
გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ სსკ-ს 220-ე მუხლით გაასამართლა და 3 წლისა და 6 თვის ვადით ციხეში გაუშვა.