მიხეილ სააკაშვილთან შესაძლოა, მნახველები აღარ შეუშვან
მიხეილ სააკაშვილთან შესაძლოა, მნახველები აღარ შეუშვან. "ვივა-მედმა" ადვოკატებს დოკუმენტი ჩააბარა, სადაც წესდების გამკაცრების შესახებ წერია. პრეზიდენტის უფლებადამცველი ეჭვობს, რომ დაპატიმრებულ პრეზიდენტს კომუნიკაციის უფლებას ართმევენ.
პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის ადრესატიც გახლავთ ესკორტირების სამმართველოს ხელმძღვანელი და რომელსაც თან ახლავს კლინიკა „ვივა-მედის“ ნორმატიული აქტი მნახველების დაშვების წესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მნახველების დაშვება აკრძალულია მსჯავრდებულებთან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი და კლინიკური დირექტორის თანხმობა. ამ შემთხვევაში ჩენ არც ერთ ამ ეტაპზე პრობლემა არ გვქონია ჯერჯერობით, თუმცა მსგავსი მკაცრი წესდება, ვფიქრობ, რომ გარკვეულ რისკებს შეიცავს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პაციენტთან დაკავშირებით, - ამბობს შოთა თუთბერიძე.