ბოღმიანი ივანიშვილის პირად შურისძიებას არ შეიძლება, შეეწიროს ჩვენი ქვეყნის მომავალი - გიორგი კირთაძე
"ვივა- მედის" კლინიკასთან მიხეილ სააკაშვილის ბათუმელი თანაგუნდელები მივიდნენ. გიორგი კირთაძე და მირდატ ქამადაძე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ სწორედ ეს დასკვნა გახდება მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანის საფუძველი.
საქართველოში, პრაქტიკულად, არ მოიძებნა ექიმი, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა საქართველოში არის შესაძლებელი, ამიტომ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ექსპერტიზას ამას იტყვის. ერთი ბოღმიანი ადამიანის, ივანიშვილის, პირად შურისძიებას არ შეიძლება, შეეწიროს ჩვენი ქვეყნის მომავალი.
მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი სასამართლოს პირობებში აუცილებლად გამართლდება, მე ამაში ვარ დარწმუნებული, მაგრამ მოკლევადიანი პერსპექტივა, მოკლევადიანი ნაბიჯები, საერთაშორისო თანამეგობრობის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ახლა უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გადარჩენა და მისი ქვეყნიდან გაყვანა, - ამბობს გიორგი კირთაძე.