თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, ეს რუსეთის დამსახურება იქნება- ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, მიიჩნევს, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირის წევრობა დაიმსახურეს.
თუ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს, ეს რუსეთის დამსახურება იქნება- პროგნოზირებს ზარქუა.
თუ ვინმე იმსახურებს, იმსახურებს საქართველო უკრაინასთან ერთად. ბუნებრივია, გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ მოლდოვა, საქართველოც და უკრაინაც იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პირადად მე მექნება განცდა, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა ევროპაში უარი თქვეს საქართველოზე იმიტომ, რომ ზეწოლა იგრძნეს რუსეთისგან - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ ქართული ოპოზიცია ბრიუსელში დადის და საკუთარ კონტაქტებს იმისთვის იყენებს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.