რატომ სჯის "ოცნება" უკრაინაში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს - სამხედროები კრემლის დაკვეთაზე საუბრობენ
ახალი საფრთხე უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრებისთვის - უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ მეომარ ჯარისკაცებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება სჯის. ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ შოთა ჯაფარიძე, რომელიც ასევე რუსების წინააღმდეგ იბრძოდად და ურაკინიდან ფსიქოლოგიურიპრობლემებით დაბრუნდა, მოსამართლემ სამი ბოთლი ვისკის ქურდობისთის ციხეში გაუშვა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერი, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინის ომიდან დაბრუნდა, ამბობს, რომ ხელისუფლება კრემლის დავალებას ასრულებს. დავით ქაცარავას თქმით, ხელისუფლება მის დასჯასაც გეგმავს.
სასამართლომ მიიღო გაუგაონარი გადაწყვეტილება შოთა ჯაფარიძესთსან დაკავშირებით. ეს არის უბრალდო ზოგდი ან დაკვეთა იმისა, რომ დაიწყოს დევნა იმ ჯარისკაცების და მოხალისეების, რომლებიც იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ უკრაინაში ან შესაძლოა, უბრალოდ ხელისუფლებამ გადაწყვიტა თითონ სიამოვნება მიანიჭოს თავის ბატონ-პატრონებს კრემლში. იგეგმება ჩემი დასჯაც ჩემი მონაწილეობის გამო უკრაინაში. მე ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ დეტალებში, - თქვა ქაცარავამ.
რუსეთის შეკვეთაზე საუბრობს ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძეც. მისი თქმით, პუტინის დავალებაა, რომ ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, საქართველოს ხელისუფლებამ დასაჯოს.
ყველა ჩვენთაგანის მიმართ არის სიგნალი ან არა მხოლოდ სიგნალი, სიგნალიც არ არის, უბრალოდ დაიწყეს ამით, რომ რუსეთმა დაავალა, გასცა ბრძანება იმ ქართელებზე ვინც ფაშისტების, რაშისტების წინააღმდეგ იბრძოდნენ, რუსების ბრძანებაა, რომ ისინი დაისაჯონ. ალბათ ყველა ჩვენთაგანს დაგვსჯიან. მე ვაფრთხილებ, მე არ მეშინია მანდ დაბრუნების, არ მეშინია მათი პროვოკაციების, ვიცი,რომ ყველა ჩვენთაგანს ამას მოგვიწყობონ, იმიტომ, რომ ეს არის პუტლერის დავალება, - თქვა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ შოთა ჯაფარიძე სამი თვის განმავლობაში უკრაინაში იბრძოდა. იქიდან დაბრუნებული კანტუზიით ხაშურში საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო შემდეგ ის თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ჯაფარიძემ კლნიკიდან გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც მაღაზიიდან სამი ბოთლი ვისკი მოიპარა. სამართალდამცველებმა ის დააკავეს.
უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცის შესახებ სკანდალური სიუჟეტი "ნოდარ მელაძის შაბათმა" მოამზადა, დღეს საქალაქო სასამართლომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ტვ პირველს ბრალი ფაქტების დამახინჯებაში დასდო.