ხელისუფლებამ 2 მთავარი განტევების ვაცი იპოვა - პაატა მანჯგალაძე

06.06.22 17:26
ხელისუფლებამ 2 მთავარი განტევების ვაცი იპოვა - პაატა მანჯგალაძე

ოპოზიცია აცხადებს, რომ ,,ქართულ ოცნებას" ეშინია, რომ მის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების შემდეგ ევროკავშირი წევრობაზე საქართველოს უარს ეტყვის, ამიტომ ხელისუფლებას განტევების ვაცს ეძებს.  

ოპონენეტთა ვარაუდით, ევროკავშირისგან უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება მარცხს ოპოზიციას გადააბრალებს.  

სინამდვილეში, თუ ვინმეს არ სჭირდება ევროპაში ინტეგრაცია, ეს ,,ქართული ოცნებაა", რადგან  ევროპა ნიშნავს მეტ დემოკრატიას, თავისუფალ სასამართლოს. 

2 მთავარი განტევების ვაცი იპოვეს: ოპოზიცია, თითქოს ის უშლის ხელს გაწევრიანების პროცესს და მეორე, თითქოს ევროპელები ვერ ხედავ ჩვენს წარმატებას დემოკრატიის მიმართულებით - აცხადებს პაატა მანჯგალაძე, ,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი.

მსგავსი სიახლეები