ვგმობ შეურაცხყოფას საქართველოში დიპლომატიური კორპუსის მიმართ - ლიეტუვის ელჩი
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციის გამო იმედგაცრუებას ვერ მალავს ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა.
იმედგაცრუებული ვარ და მინდა დავგმო აღმაშშოთებელი შეურაცხყოფა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის ჩემი კოლეგა წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც თავაზიანად წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს საქართველოში და ძალ-ღონეს არ იშურებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე“, - აცხადებს ანდრიუს კალინდრა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ძალადობრივი ჯგუფის წევრების შეკრება დაკავებების სერიით დასრულდა. პოლიციამ 7 პირი განყოფილებაში გადაიყვანა.
მანამდე გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ადგილზე ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს. ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები.