პრორუსული, რადიკალური დაჯგუფების მეთაური თავისუფალია

06.06.22 18:16
პრორუსული, რადიკალური დაჯგუფების მეთაური თავისუფალია

პრორუსული რადიკალური დაჯგუფების მეთაური, რომელიც ევროკავშირის საელჩოსთან დააკავეს, თავისუფალია. ინფორმაცია "ტვ პირველს" გურამ ფალავანდიშვილმა დაუდასტურა. 

ფალავანდიშვილის თქმით, პოლიციის განყოფილებაში ძალიან ცოტა დრო დაყვეს. მისივე ინფორმაციით, შსს-ს შენობა დატოვეს სხვა დაკავებულებმაც. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ძალადობრივი ჯგუფის წევრების შეკრება დაკავებების სერიით დასრულდა. პოლიციამ 7 პირი განყოფილებაში გადაიყვანა. 

მანამდე გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ადგილზე ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს. ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილებიც.

მსგავსი სიახლეები