წალენჯიხის ვიცე მერის თანამდებობაზე ივანე ბურდული დაინიშნა
წალენჯიხაში ვიცე-მერის თანამდებობაზე ივანე ბურდული დაინიშნა, რომელიც მერიაში იურიდიულ საკითხებს ხელმძღვანელობდა და ხელშეკრულებით იყო აყვანილი.
ივანე ბურდული მანამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა.
დღეს წალენჯიხის ვიცე მერის პოსტი ლაშა ზარქუამ დატოვა.