ძალადობა ხელისუფლების პროვოცირებულია, რომელიც ქვეყანაში სიძულვილს აღვივებს- დავით ბერძენიშვილი

06.06.22 20:27
ძალადობა ხელისუფლების პროვოცირებულია, რომელიც ქვეყანაში სიძულვილს აღვივებს- დავით ბერძენიშვილი

შსს-ში ოპოზიციონერი ლიდერების, ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის, გამოკითხვა დასრულდა.

ქუჩის თავდასხმები ხელისუფლების პროვოცირებულია, რომელიც ქვეყნაში სიძულვილს აღვივებს და რადიკალებს ფიზიკური ანაგარიშწორებისთვის მწვანე შუქს უნთებს - ამის შესახებ რამდენიმე საათიანი დაკითხვიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ბერძენიშვილმა, განაცხადა.

შენ და შენი ძმა ჩვენს წმინდანს როგორ აგინებთო? ორივეს მხრიდან იყო გაუჩერებელი დედის გინება. იმდენად მოტივირებულები იყვნენ, შარზე იყვნენ, აქ ვერ გაივლით დაცვის გარეშეო. 

ამ ყველაფერს ვუკავშირებ სახელისუფლებო პროპაგანდას ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ, ჩემს წინააღმდეგ. ვუკავშირებ ევროკავშირისკენ საქართველოს მიახლოების საწინააღმდეგო ქმედებას. ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას. - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.  

გამოკითხვის დასრულებისთანავე შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ერთი პირის გამოკითხვა ახლა მიმდინარეობს, ხოლო ამ ეტაპზე ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი- ირაკლი ხომასურიძე, რომელსაც გამოძიებამ 126-ე მუხლით (ძალადობა) დასდო ბრალი.

ხათუნა სამნიძე და მისი უფლებადამცველი კი ითხოვენ, გამოძიება არა 126-ე, არამედ, 156-ე მუხლით უნდა წარიმართოს, რაც პოლიტიკური ნიშნით ძალადობასა და დიკრიმინაციას გულისხმობს.

როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ მათგანს, მოძალადეს, ფიზიკური ძალადობის მუხლით დააკავებენ. გამოძიების შეკითხვები იყო მთელ ამ თავდასხმაზე. დეტალურად გავიხსენეთ, რას ყვიროდნენ ეს მოძალადეები. გვიკრძალავდნენ გადაადგილებასაც, ეს ყველაფერი ჩვენს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან იყო დაკავშირებული. - აცხადებს ,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ხათუნა სამნიძე. 

თავდასხმა ოპოზიციის ლიდერებზე ქვეყნის სამთავრობო კვარტალში.  დღეს რადიკალების სამიზნე დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე გახდნენ. ჯერ აგინეს,  შემდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს და საპატრულო პოლიციის თანდასწრებით ემუქრებოდნენ. ორივე თავდამსხმელი ლევან ვასაძის თანამოაზრეა. 

 

მსგავსი სიახლეები