ჩემი შვილი ვერ იღებს საკვებს, მძიმე მდგომარეობა აქვს - გიული ალსანია

06.06.22 20:45
ჩემი შვილი ვერ იღებს საკვებს, მძიმე მდგომარეობა აქვს - გიული ალსანია

მიხეილ სააკაშვილი იმაზე უფრო ცუდად არის, ვიდრე გორის ჰოსპიტალში იყო - საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ,,ემპათიას" ექსპერტთა წინასწარი შეფასება ცნობილია. ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ორგანიზაცია ,,ემპათიას" ოფისში, სადაც პრეზიდეტის დედა, მისი უფლებადამცველი და ექსპერტთა ჯგუფი იღებდნენ მონაწილეობას.

 მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას, ინფორმაციით, რომელიც ამ წუთებში შვილის სანახავად ,,ვივა მედში" მიდის, მედიკოსები დამაიდებელ დასკვნას ვერ ჰპირდებიან.

მძიმე მდგომარეობაა, როცა ადამიანი ვერ იღებს საკვებს. ახლა ყოველდღე რომ ვაკვირდები ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვხვდები, რომ აქ სიჩქარე აუცილებელია. 

ექსპერტები ბრიტანეთიდან და გერმანიიდან უნდა ჩამოვიდნენ, მაგრამ რამდენად მისცემენ მათ საშუალებას, რომ შევიდნენ და ნახონ პაციენტი, არ ვიცი. 

რაც მას ჩაუტარეს, ეს არის სიმპტომატური მკურნალობა.  ეს არ არის მკურნალობა, უბრალოდ, ექიმები ცდილობენ, როგორმე გააძლებინონ, რაღაც წერტილემდე მიიყვანონ. თუმცა, შემდეგ რაღაც სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ. 

უფრო იმაზეა ლაპარაკი, შეუწყდეს პატიმრობა იმისთვის, რომ უმკურნალონ. - განაცხადა გიული ალასანიამ

დროის ათვლა დაწყებულია. დამოუკიდებელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წინასწარი დასკვნის დასაწერად ემზადებიან. მედიკოსების ჯგუფმა ორ დღეში   უნდა განმარტოს,  რა სჭირს მესამე პრეზიდენტს, უტარდება თუ არა მას სათანდო მკურნალობის კურსი და არის თუ არა აუცილებელი მისი გადაყვანა საზღვარგარეთ.
 

მსგავსი სიახლეები