დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს და "ოცნების" მიერ მართულ მოსამართლეებს - რა წერია EPP-ს რეზოლუციის პროექტში
დაუწესდეს მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მოსამართლეებს, რომლებსაც "ქართული ოცნება" აკონტროლებს - ამ შინაარსის რეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტი ხუთშაბათს განიხილავს. საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის შინაარსი თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა.
საერთო ჯამში დოკუმენტი კრიტიკული შინაარსის არის, რადგან მასში საუბარი საქართველოში ჟურნალისტთა უსაფრთხოების და მედიის თვაისუფლების გამოწვევებს შეეხება.
დოკუმენტის ავტორი "სახლხო პარტიაა" (EPP), რომელიც მწვავე კრიტიკის და საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის მიუხედავად, ამბობს, რომ ქართველი ხალხი ევროკაშირის წევრების კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ევროპარლამენტარები ტექსტში ასევე, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდიან. ამის გარდა, ისინი სანქციების დაწესებას "ქართული ოცნების" მიერ მართული მოსამართლეებისთვისაც ითხოვენ.
რეზოლუციაში ასევე, საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც. ევროპარლამენტარები საქარტველოს ხელისუფლებას მოწუოდებენ, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლებით გაათავისუფლოს, რათა მან საზღვარგარეთ ჯეროვანი მკურნალობა შესძლოს.
მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება, ევროპის სახალხო პარტია (EPP) ევროპის პარლამენტის უდიდესი და ყველაზე ძველი ჯგუფია.
რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით განსახილველად 30-მა დეპუტატმა 6 ივნისს შეიტანა.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ბრიუსელიდან საქართველოს შესახებ ღია წერილიც გამოქვეყნდა, სადაც ევროპის "სახალხო პარტიამ" საქართველოში არსებული მძიმე რეალობის შესახებ ისაუბრა. საქართველომ ასევე, მიიღო გაფრთხილება, გაიხსენოს უკრაინის მაგალითი, თუ რა პრობლემები ჰქონდა უკრაინას ევროინეტგრაციის გზაზე, როდესაც იული ტიმოშენკო დააკავეს.