მთავრობამ პრეზიდენტს საკონსტიტუციოში უჩივლა - გზა იმპიჩმენტამდე?
საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა. მიზეზი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია.
ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა ირწმუნება, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და მათ კომპეტენციაში შეიჭრა.
კერძოდ, "ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის განმავლობაში ელჩისა თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი მთავრობას არაერთხელ უთხრა, რაც „საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება“.
მთავრობა მიუთოთებს მუხლს, რომელიც მათი მტკიცებით, პრეზიდენტმა დაარღვია, თუ ღარიბაშვილის უწყებას დავუჯერებთ, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო პოლიტიკის განხორციელება, მთავრობის გვერდის ავლით გადაწყვიტა, მაშინ როდესაც ეს სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების „ექსკლუზიური“ უფლებაა.
კონსტიტუციონალისტები კი ამბობენ, რომ ამ დროს, ასეთი ტიპის დავის წამოწყება, პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი.
მართველი გუნდის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი სასამართლოს წევრთა უმრავლესობა. ასეთ ვითარებაში ვფიქრობ, რომ ნაკლები შანსი აქვს პრეზიდენტს, ამ დავიდან წარმატებულად გამოვიდეს. ეს არის მინიშნება, რომ საქმე-საქმეზე თუ მიდგება, მმართველ გუნდს შეუძლია, საგარეო ვიზიტების ნაწილიც გაასაჩივროს.
მეტიც, თუ ამ დავას პრეზიდენტი წააგებს, და ის კვლავ გააგრძელებს ურჩობას, მაშინ იქმნება სამართლებრივი საფუძველი, იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებისთვის"- აცხადებს "ტვ პირველთან" ვახუშტი მენაბდე.