გაძლიერებული დაცვა, გადატიხრული დარბაზი - როცა უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძე მიდის
აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზში სახელმწიფო დაცვის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. ეს ყველაფერი აჭარის მთავრობის მეთაურის გამოსვლას უკავშირდება. სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები რიჟვაძის გამოსვლისას შენობის მთელ პერიმეტრს აკონტროლებენ. გადატიხრულია დარბაზი, ოპოზიციონერ დეპუტატებს კი თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.
"გაიყვანეთ დარბაზიდან იარაღიანი ხალხი, არავინ არაფერს დაგიშავებთ ბატონო თორნიკე. უხერხულია რაც აქ ხდება"- მიმართა რიჟვაძეს გიორგი კირთაძემ.