ბერძენიშვილები, ბოკერია, სააკაშვილი, გვარამია ახალი დროის ბოლშევიკები არიან - ირაკლი კობახიძე

07.06.22 13:23
ბერძენიშვილები, ბოკერია, სააკაშვილი, გვარამია ახალი დროის ბოლშევიკები არიან - ირაკლი კობახიძე

"ოცნების" თავმჯდომარის იერიშის სამიზნე დღეს ძმებ ბერძენიშვილებთან ერთად, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამიაც გახდნენ. კობახიძემ მათ "ბოლშევიკები" უწოდა. 

მათ კარგად იციან, რომ ეროვნული იდენტობის შესარყევად უნდა შეეხონ ყველაზე წმინდას, რაზეც იდენტობა დგას. ეს პირველ რიგში, არის ჩვენი დიდი  წინაპრები, მისი სარწმუნოება და მისი ეკლესია. სწორედ აქედან გამომდინარე არიან ამ შეტევის მთავარი ობიექტები ჩვენი დიდი წინაპრები, სარწმუნოება და ეკლესია. იმისთვის, რომ ადამიანი გადააგვარო, მას უარი უნდა ათქმევინო პირველ რიგში საკუთარ დედ-მამაზე. ეს მათ იციან და შესაბამისად, მათი სტრატეგია ძალიან მარტივია - ისინი ებრძვიან ჩვენი ქვეყნისა და ერის ფესვებს.

ყველამ ვიცით, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" არის კოლექტიური დოქსოპულო და კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილი. ეს ადამიანები - ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები, ბოლშევიკები, 100 წლის წინ  უროთი ანგრევდნენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი წარმატება ამ გზაზე, რასაც ჰქვია ეროვნული იდენტობის ნგრევა, იყოს ნულოვანი და ამაზე ვართ პასუხისმგებელი, ჩვენი ქვეყნის, ერისა და ხალხის წინაშე". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები