განსხვავება არაა კუბილიუსსა და სანიკიძეს შორის, ან რასასა და სამადაშვილს შორის - კობახიძე
ევროპარლამენტარებს, რომლებმაც საქართველში არსებული ვითარების შესახებ კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია მოამზადეს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტებად მოიხსენიებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, კუბილიუსისა და რასას განაცხადებები ისეთივე უმნიშვნელოა, როგორიც მაგალითისთვის, გუბაზ სანიკიძისა და სალომე სამადაშვილის.
კუბილიუსის და რასას განცხადებას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა არც ჩვენთვის, არც ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის დაახლოებით იგივე გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ხვალ ერთობლივი განცხადება. არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის და რასას და სალომე სამადაშვილს, ან ვინმე ნონა მამულაშვილს შორის. ისინი არიან მარტივად, „ნაცმოძრაობის“ ლობისტები, სააკაშვილის მეგობრები და რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, - თქვა კობახიძემ.