მე მასწავლით კონსტიტუციებს? - "ოცნების" მტკიცებით, საკონსტიტუციო სარჩელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ იქნება

07.06.22 13:46
მე მასწავლით კონსტიტუციებს? - "ოცნების" მტკიცებით, საკონსტიტუციო სარჩელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ იქნება

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ერთადერთი, რაც სასამართლომ უნდა გააკეთოს, ნორმის განმარტებაა, თუ ვისი პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა.

მე მასწავლით კონსტიტუციებს? ვახტანგ ხმალაძე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, არსებობს საოქმო ჩანაწერები, აცხადებდა, რომ პრეზიდენტისთვის ეს იყო სიმბოლური კომპეტენცია, ახლა სხვა რამეს რომ ამბობს, ეს არის სირცხვილი, პირდაპირ საოქმო ჩანაწერებს ამოვიღებ, რას ამბობდა ვახტანგ ხმალაძე მაშინ და რას ამბობს ახლა, ეს არის სირცხვილი"- აცხადებს კობახიძე. 

გია ვოლსკის შეფასებით, მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე პრეზიდენტის დასჯაზე საუბარი „სრული ბოდვაა“.

„მოქმედება არის არდანიშვნა - ამ მოქმედებით ეწინააღმდეგება თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციურ ნორმებს, ეს უნდა დადგინდეს“, - განაცხადა  გია ვოლსკიმ.

მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

მსგავსი სიახლეები