ბერძენიშვილი კობახიძეს დებატებში იწვევს - რესპუბლიკური პარტიის ლიდერი პარლამენტში მივიდა
„რეპუბლიკური პარტიის“ ერთ- ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს და სთავაზობს, რომ „თუკი თავი აქვს, ედებატოს".
თუ გნებავთ დაუძახეთ, გადაეცით ჩემგან, დავდგეთ მე და კობახიძე და აქვე ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გავმართოთ დებატები იმ საკითხზე, რაც დღეს მან წამოსწია, გადაეცით ჩემგან“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ცნობისათვის, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბერძენიშვილის განცხადებები იყო შეტევა და შტურმი ეროვნულ იდენტობაზე.
„ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება? რომ არ იცის ზუსტად ამიტომ აკეთებს ამ განცხადებებს“, - განაცხადა კობახიძემ.