დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში - ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძეს ბრალს ნეპოტიზმსა და კორუფციაში დებს
ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში - საკონმდებლო ორგანოში ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძეს დაუპირისპირდა.
აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს მთავრობის მეთაურის 4 წლიან ანგარიში მოისმინეს. თორნიკე რიჟვაძეს დეპუტატების კითხვები არ მოეწონა, რადგან ის ოპოზიციამ ნეპოტიზმში, კორუფციულ გარიგებებსა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.
მთავრობის თავმჯდომარის დასაცავად იერიში ოპოზიციაზე ,,ქართული ოცნების" დეპუტატებმაც მიიტანეს.
დღეს უმაღლეს საბჭოში დაცვის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული, გადატიხრულია დარბაზი და იქ ოპოზიციონერ დეპუტატებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვთ.