ოკუპატები შიდა ქართლში რკინის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ - ე.წ.უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება

07.06.22 15:32
ოკუპატები შიდა ქართლში რკინის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ - ე.წ.უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება

შიდა ქართლის რეგიონში ოკუპანტების მობილიზება შეინიშნება. ოკუპანტები ამ წუთებში რამდენმე სოფლის მიმდებარედ რკინის კონსტრუქციებსა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ დაფებს ამონტაჟებენ. ინფორმაციას  სუს-ი ადასტურებს. განცხადება ერგნეთის შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა.

მთავარი აქცენტი ერგნეთის შეხვედრაზე გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე. ყურადღება დაეთმობა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, რომერლიც ბოლო პერიოდის განმავლობაში სამწუხაროდ, აქტიურ ფაზაში გადავიდა და მოიცვა პრაქტიკულად შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტი. 

ხდება ე.წ. ხნულების გავლება. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს ადრე აღმართული ბარიერების განახლებას. - განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება.

ხელისუფლება დღეს რამდენიმე პრობლემას დააყენებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის, დაკავებების და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების საკითხებს.

 

მსგავსი სიახლეები