"საქართველო ევროპული ცივილიზაციის წევრია, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მას უნდა ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს" - იტალიის პრეზიდენტი

07.06.22 15:13
"საქართველო ევროპული ცივილიზაციის წევრია,  აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მას უნდა ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს" - იტალიის პრეზიდენტი

იტალია ყოველთვის ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას - ამის შესახებ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა" - განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა ერთობლიბ ბრიფინგზე.

მისი თქმით, "საქართველო ევროპული ცივილიზაციის წევრია და ამდენად, აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას უნდა ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მისწრაფებას": 

თბილისსა და რომს საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია აქვთ, ისინი იზიარებენ იმ ფუნდამენტს, რაც გულისხმობს ომის დაგმობას, მშვიდობიან თანაარსებობას და ქვეყნის სუვერენიტეტისა და პოლიტიკური საზღვრების ინტეგრაციის აღიარებას. იტალია ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის აგრესიას უკრაინაში ძალიან დიდი გამოძახილი აქვს რეგიონში და ამან, კიდევ უფრო დააჩქარა საქართველოსა და ევროპას შორის პარტნიორობა და საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. საქართველოს საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, იგი ევროპული ცივილიზაციის წევრია და ამდენად, აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას უნდა ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მისწრაფებას"- განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა

სერჯო მატარელა აღნიშნავს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ეხება პირველ რიგში საქართველოს, მაგრამ ეს ეხება ყველას.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.

მსგავსი სიახლეები