ფრთხილად, ბატონო ირაკლი! - სამნიძე კობახიძეს

07.06.22 15:38
ფრთხილად, ბატონო ირაკლი! - სამნიძე კობახიძეს

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, ხათუნა სამნიძე,  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს პასუხობს. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ძალადობის წახალისებითაა დაკავებული:

სინამდვილეში, ერეკლე მეფის კრიტიკა კი არ არის მისთვის პრობლემა, „ქართული ოცნების“ მეფე, მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა. ფრთხილად, ბატონო ირაკლი! კომუნისტური პერიოდიდან მესმის ეს ტექსტები ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერცერთმა შეძლო იმის მიღწევა, რისი მიღწევაც გინდათ თქვენ. თქვენ გინდათ, რეალური პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანოთ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 

მისი თქმით, "იდენტობას და ამ ქვეყნის მომავალს" ხელისუფლება ებრძვის.

ძალადობა რომ არის მთავარი დნმ თქვენს პარტიაში, ამის გამო. მაგრამ ამის საშუალებას არ მოგცემთ ეს საზოგადოება. გუშინ პირველად მითხრა ჩემმა შვილმა, საღამოს გარეთ მარტო ნუ გახვალო. ამ სიტყვების გამო არ გაპატიებთ არცერთ შემთხვევაში, როდესაც მოძალადეებს წაახალისებთ და მოუწოდებთ ძალადობისკენ. "- თქვა სამნიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს ფიზიკურად გუშინ გაუსწორდნენ, დღეს კი ირაკლი კობახიძემ ძმები ბერძენიშვილები "ქართულ იდენტობასთან ბრძოლაში" დაადანაშაულა. 

მსგავსი სიახლეები