ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძისა და კახა იმნაძის ელჩებად დანიშვნაზე თქვა უარი - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძისა და კახა იმნაძის ელჩად დანიშვნაზე თქვა უარი.
ინფორმაცია ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებული კომენტარიდან გახდა ცნობილი. მანამდე კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელი პრეზიდენტთან უფლებამოსილების გამიჯვნაზე შეეხება მხოლოდ ელჩებს და არავითარ შემთხვევაში ვიზიტებს.
პრეზიდენტისთვის შეთავაზებული იყო 3 გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან. ერთი ეს იყო დავით ბაქრაძის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. მიზეზი გაუგებარია. ასევე იყო კახა იმნაძის, მოქმედი მუდმივი წარმომადგენლის გადასვლა კანადაში, ამაზეც უარი ითქვა. იმნაძის ვადამდე გათავისუფლება ტექნიკური საკითხი იყო, ივნისში ისედაც ეწურება ვადა. ამ 3 შეთავაზებაზეც უარი ითქვა. ერთი იმაზე, რომ იმნაძეს 2 თვით ადრე შეწყვეტოდა უფლებამოსილება და კანადაში გადასულიყო და ბაქრაძე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნულიყო. ეს წარდგინება შევიდა პრეზიდენტთან და საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა",- აცხადებს კობახიძე.