პარლამენტში უსაფრთხოების დამატებით ზომები ამოქმედდა

08.06.22 11:07
პარლამენტში უსაფრთხოების დამატებით ზომები ამოქმედდა

საქართველოს პარლამენტში დღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს.   საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება "შესაძლო პროვოკაციების პრევენციისა და თანამშრომლების სამუშაო პირობების უზრუნველყოფის მიზეზით" მიიღეს:  

8 ივნისს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“ - წერია განცხადებაში. 

   

მსგავსი სიახლეები