მძიმე დღე "ქართული ოცნებისთვის" - ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებისთვის ემზადებიან

08.06.22 11:27
მძიმე დღე "ქართული ოცნებისთვის" - ევროპარლამენტში  საქართველოს შესახებ დებატებისთვის ემზადებიან

დაუჭერს თუ არა მხარს ევროპრალემენტი "სახალხო პარტიის" რეზოლუციის პროექტს - ევროპარლამენტში  საქართველოს შესახებ დეტებისტვის ემზადებიან. რამდენიმე საათში  ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები დაწეებას მოთხოვენ. ევროპის უმსხვილესმა "სახალხო პარტიამ" უკვე მოამზადა რეზოლუცია, რომელშიც ქართველი ოლიგარქის გარდა, ქართველი მოსამართლეები და პროკურორებიც  მოხვდნენ.

განხილვის პარალელურად,  დებატების მთავარი თემა საქრათველოში მედიის მდგომარეობაც იქნება.

საკითხთან დაკავშირებით "პირველები "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს ესაუბრა. რიკარდიო იოზიაკი ფიქრობს, რომ რეზოლუციის პროექტში შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს. მისი თქმით, ივანიშვილის დასანქცირების საკითხს ევროპარლამენტში მხარდაამჭერები ჰყავს, თუმცა არის პარტიებიც, რომლებიც ამის წინააღმდეგია. 

მაქვს ინფორმაცია, რომ არიან პარტიები ევროპარლამენტში, რომლებიც მხარს უჭერენ EPP-ს ხაზს, რაც გულისხმობს ივანიშვილის დასანქცირებას, მაგრამ არიან პარტიები, რომლებსაც ეს არ სურთ. ახლა ისინი დებატობენ რეზოლუციის საბოლოო ტექსტზე, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, დარჩება თუ არა ეს საკითხი. თუ ივანიშვილის დასანქცირების საკითხი დარჩება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი დიდია და სანქციების დაწესება ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. უახლოეს მომავალში ივანიშვილს სანქციებს ევროკავშირი არ დაუწესებს, ეს არის ფაქტი. ეს არის სიმბოლური ნაბიჯი ევროპარლამენტისგან, მაგრამ ეს არ გადაითარგმნება ევროკავშირის პოლიტიკაში. ალბათ თვალს ადევნებთ, რამდენად რთულად აწესებს ევროკავშირი სანქციებს. ამას სჭირდება თვეები, მიზეზი, რის გამოც ევროპარლამენტის მხარდამჭერმა რეზოლუციამ დაიგვიანა, არის საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი მოვლენები: მედიის წარმომადგენლების დაკავება და ა.შ. ევროპარლამენტში მედიათავისუფლების საკითხები ადარდებთ, ეს აშკარაა. თუ საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ ეს არის პოლიტიზირებული პროცესი, ეს მაინც არის გამაფრთხილებელი სიგნალი, რადგან EPP არის ძლევამოსილი ევროპული პარტია. ევროკომისიის პრეზიდენტის EPP-ს პარტიის წევრია. ევროპარლამენტი დიდი პალატაა, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში ბევრი არ ეთქმის. ევროკომისია გადაწყვეტილებებს ევროპარლამენტისგან დამოუკიდებლად იღებს. ეს არ არის სრულად კანონიერი რეზოლუცია, ამიტომ მისი იგნორირება ბრიუსელში შეუძლიათ, - ამბობს იოზიაკი. 

 

მსგავსი სიახლეები