“ოცნება” ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს - გიორგი ვაშაძის სკანდალური განცხადება
გიორგი ვაშაძის სკანდალური განცხადება - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას გეგმავს:
"მოჭიდავე დეპუტატებს დაავალეს პროვოკაციის მოწყობა, დავალება გაცემულია პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან"- აცხადებს ვაშაძე.
მისი თქმით, ინფორმაცია წყარომ მიაწოდა:
ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ისინი აპირებენ ჩემს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში მოჭიდავე და გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ. დავალება არის გაცემული პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტულ პირებზე,” - განაცხადა ვაშაძემ.