ეს შეურაცხყოფაა, მინისტრები პარლამენტში გასასეირნებლად მოვიდნენ - ანი წითლიძე
"თუ საქართველოს მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტთან მობრძანდება პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშზე, მაშინ უნდა ესწრებოდეს ბოლომდე და უნდა უსმენდეს პარლამენტის წევრების კითხვებსაც"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანი წითლიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შეურაცხყოფაა როცა მთავრობის წევრები პლენარულ სხდომას თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ტოვებენ.
ვერ მივხვდი საქართველოს მთავრობის წევრების ან მოსვლა, ან წასვლა რა იყო. თუ საქართველოს მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტთან მობრძანდება პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშზე, მაშინ უნდა ესწრებოდეს ბოლომდე და უნდა უსმენდეს პარლამენტის წევრების კითხვებსაც და უნდა რჩებოდეს ფრაქციის დროების ბოლომდე. მეგობრებო, უმრავლესობის პარლამენტის წევრების შეურაცხყოფაც არის ეს, რომ უბრალოდ გასასეირნებლად მოვიდნენ და წავიდნენ", - თქვა ანი წითლიძემ.