ოპოზიციას ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩაეშალა - შალვა პაპუაშავილი

08.06.22 13:18
ოპოზიციას  ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩაეშალა - შალვა პაპუაშავილი

"პირველად საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც აწყობილი იყო პარტიების პროტესტი, იყო ტყუილი"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, "მოქალაქეთა მხარდაჭერით უკმაყოფილო პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, რითიც შეზღუდეს ნორმალური და ჯანსაღი საპარლამენტო ცხოვრება". 

მოქალაქეთა მხარდაჭერით უკმაყოფილო პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, რითიც შეზღუდეს ნორმალური და ჯანსაღი საპარლამენტო ცხოვრება. შესაბამისად, შეეცადნენ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ ქვეყანაში სტაბილურობა. არჩევნებს გაყალბებულს უწოდებდნენ იმის მიუხედავად, რომ ვერ წარმოადგინეს ვერცერთი კონკრეტული ფაქტი.

 პირველად საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც მთლიანად იყო აწყობილი პარტიების პროტესტი - იყო ტყუილი. ტყუილი, ტყუილი, ტყუილი! და ამ ტყუილის შედეგად საკუთარი ქვეყნისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი. 

საერთო ჯამში, ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩაიშალა და დღეს პარლამენტი ისეა წარმოდგენილი, როგორც ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები