ნიკა გვარამიას პოლიტიკური განაჩენი - არასამთავრობოები პრეზიდენტს ომბუდსმენის დასკვნის გაზიარებისკენ მოუწოდებენ

08.06.22 13:31
ნიკა გვარამიას პოლიტიკური განაჩენი - არასამთავრობოები პრეზიდენტს ომბუდსმენის დასკვნის გაზიარებისკენ მოუწოდებენ

ნიკა გვარამიას დაუსაბუთებელ და პოლიტიკურ განაჩენთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის დასკვნას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. არასამთავრობოები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ხელთ აქვს მთავარი ბერკეტი და ციხის კარის გასაღები, რომ დაიხსნას ციხიდან ნიკა გვარამია.

"საიაში" იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი ომბუდსმენის რეკომენდაციას გაითვალისწინებს.

კარგი იქნება თუ პრეზიდენტი გაითვალისწინებს იმ დასკვნებს, რომლებიც არის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით გამოცემული. არა მხოლოდ სადამკვირვებლო ორგანიზაცეიბის, არამედ სახალხო დამცველის მიერ, რაზედაც ასევე საუბრობენ ჩვენი საერთაშრისო პარტნიორები. იმედია, ამ ყველაფერს პრეზიდენტი გაითვალისწინებს და რა თქმა უნდა, ამის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას“. - ამბობს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

„საქართველოს დემოკრატიული“ინიციატივის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები და ეს საკითხი სახელმწიფო ინსტიტუტების გადასაწყვეტია.

როდესაც არსებობს ასეთი დასკვნები, ძალიან მნიშნელოვანია ხოლმე, რომ ეს ინსტრუმენტი  გამოყენებული იყოს პრეზიდენტის მხრიდან. ნორმალურ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები ციხეში არ უნდა იყვნენ და თუ არიან ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ინსტიტუტს, რომელსაც შეუძლია, რომ ეს საკითხი გადაწყვიტოს, მათ შორის პრეზიდენტს“. – ამბობს ედუარდ მარიკაშვილი პირველებთან.
 

შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ნიკა გვარამიას, ამ კითხვით ოფიციალური ვიზიტით რომში მყოფ სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა მიმართეს. 

ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი დისკრეციული უფლებაა შეწყალების უფლება და არავის მითითებებს ის არ გაითვალისწინებს. ამასთან,  საქართელოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ,  ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით არ საუბრობს და არ გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებულ დოკუმენტს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რომში იმყოფება.

ნიკა გვარმიას საქმეზე კი სახლხო დამცველმა დასკვნა დღეს გაასაჯროვა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვტილება დაუსაბუთებელი და არამართლზომიერია, ამიტომ ომბუდსმენი სალომე ზურაბიშივლს გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს.
 

მსგავსი სიახლეები