კუბილიუსი და რასა ენმ-ს პარტიული მეგობრები და სააკაშვილის მეხოტბეები არიან - ზარქუა
ევროპარლამენტში მწვავე დებატებამდე რამდენიმე საათით ადრე "ქართული ოცნება" ევროდეპუტატებს ისევ თავს ესხმის. მმართველი გუნდში ამბობენ, რომ "სახლხო პარტია" დასავლეთში დღის წესრიგს ვერ ქმნის.
ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარებს ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მეგობრებად და სააკაშვილის მეხოტბეებად მოიხსენიებს.
ევროპარლამენტში თქვენ გგონიათ ზებუნებრივი ადამიანები არიან? იქაც არიან ჩეულებრივი ადამიანები, რომლებიც დაცლილი არიან სინდისისგან. მაგალითად კუბილიუსი ჩემთვის და ქალბატონი... რაისას ვეძახი, ქალბატონი რასა, ორივე არიან პარტიული მეგობრები „ნაციონალური მოძრაობის“ და მეხოტბეები სააკაშვილის. მე ველოდები, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ჩვენი ქვეყნისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ, - თქვა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დეტებისტვის ემზადებიან. რამდენიმე საათში ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ. ევროპის უმსხვილესმა "სახალხო პარტიამ" უკვე მოამზადა რეზოლუცია, რომელშიც ქართველი ოლიგარქის გარდა, ქართველი მოსამართლეები და პროკურორებიც მოხვდნენ.
განხილვის პარალელურად, დებატების მთავარი თემა საქრათველოში მედიის მდგომარეობაც იქნება.