სიყვარულით, ქალბატონ ლომჯარიას... - ირაკლი ზარქუა

08.06.22 13:48
სიყვარულით, ქალბატონ ლომჯარიას... - ირაკლი ზარქუა

მორიგი იერიში მიიტანეს ნინო ლომჯარიაზე "ქართული ოცნებაში". 

ირაკლი ზარქუა ომბუდსმენს ორმაგის სტანდარტების გამო კიცხავს და ამბობს, რომ ლომჯარია ბოლო პერიოდში საერთოდ აირია.

ქალბატონი ლომჯარია საერთოდ აირია ბოლო პერიოდში. უკრაინის სახალხო დამცველი რომ დაყვებოდა აქ და დარბოდნენ კარდაკარ, რადამ საერთოდ დაითხოვა ქალბატონი დენისოვა, იმიტომ რომ თქვა, ეს მატყუარა ქალი ყოფილაო. ყველამ თავისი საქმე აკეთოს, მათ შორის, ქალბატონმა ლომჯარიამაც.

ჩვენ უამრავი პატიმარი გვყავს და კეთილი ინებოს, მათი უფლებებიც შეისწავლოს. ორმაგი სტანდარტის გამო არის გასაკიცხი ქალბატონი ლომჯარია, სიყვარულით, ირაკლი ზარქუა“.- ამბობს ირაკლი ზარქუა ,,პირველებთან" საუბარში.

ნიკა გვარამიას საქმეზე კი სახლხო დამცველმა დასკვნა დღეს გაასაჯაროვა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვტილება დაუსაბუთებელი და არამართლზომიერია, ამიტომ ომბუდსმენი სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს.

მსგავსი სიახლეები