მიკვირს, რამდენი მეურვე გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს - პაპუაშვილი

08.06.22 14:50
მიკვირს, რამდენი მეურვე გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს - პაპუაშვილი

"მიკვირს, თუ რამდენი მეურვე გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს და მისი სახელით მოსაუბრე ადამიანი"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის არც ერთხელ არ გამოუთქვამს საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი.

ალბათ, არის ამის მიზეზი და მე ვვარაუდობ, რაც შეიძლება, იყოს. იცით, რომ სამწუხაროდ დღემდე, საუბარი იყო, რომ თითქმის არ დარჩა ევროპის ქვეყანა, რომლის პარლამენტისთვის არ მიუმართავს უკრაინის პრეზიდენტს, არათუ თითქმის, ევროპაში არაა არც ერთი ქვეყანა, საიდანაც უკრაინას გაწვეული ჰყავს ელჩი, ესაა სამწუხარო რეალობა. მიუხედავად საქართველოს და ქართველი ხალხის თანადგომისა, პოლიტიკური, ჰუმანიტარული. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, საიდანაც ელჩი ჰყავს გაწვეული უკრაინის ხელისუფლებას.

ამიტომაც ვვარაუდობ, პრეზიდენტი იმ ქვეყანას, რომლის მიმართაც დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული, მის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ მიმართავს იმ თხოვნით, რომ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მას უმასპინძლოს იმ ვითარებაში, როდესაც თავად აქვს ქვეყანას დიპლომატიური დემარში გამოცხადებული"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე

მსგავსი სიახლეები