ექსკლუზივი: "საქართველოს ხელისუფლება მინიმალურ სტანდარტებსაც კი არ ასრულებს" - ვიოლა ფონ კრამონი

08.06.22 14:55
ექსკლუზივი: "საქართველოს ხელისუფლება მინიმალურ სტანდარტებსაც კი არ ასრულებს" - ვიოლა ფონ კრამონი

"საქართველოს ხელისუფლება  ევროკავშირის კანდიდატის  სტატუსის მისღებად მინიმალურ მოთხვნობსაც კი არ ასრულებს", - ამის შესახებ გავლენიანი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "პირველებთან" საუბრობს. ევროდეპუტატი ევროკავშირში საქართველოს შესახებ გადამწყვეტი დებატების წინ ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობას დამსახურება სჭირდება, ამ ინტერესს კი დასავლეთი "ქართული ოცნების" მხრიდან არ ჩანს. 

ივანიშვილის დასანქცირების საკითხი ცოტა არ იყოს ევროკავშირისთვის რთულია. ვიცით მისი როლი მტავრობაზე, რაც არის საეჭვო და საკამათო საკითხი. მიუხედავადა ამისა, ჩვენ არ გავქვს ინსტიტუცია ან სანქციების რეჟიმი, რომელსაც მის წინააღმდეგ გამოვიყენებდით. ამის ბერკეტი უფრო აშშ-ს აქვს.  ყველას უნდა საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ამას სჭირდება დამსახურება. ამას სჭირდება ბევრი კრიტერიუმის შესრულება, ახლა ჯერი მთავრობაზეა, რომ განახორციელოს რეფორმები. რეზოლუციას ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა, ფოკუზი გაკეთდება მედიათვაისუფლების კონტექსტში. ერთი მხრივ, სურთ წევრობა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ მთავრობის ქმედებებს, რომლებსაც აქვთ წევრობის ინტერესი. მათი ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის მისწრაფებებს. ყველა ჯერზე ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ ისინი ჩვენს ცხოვრებას ართულებენ. არ ჩანს ინტერესი მათი მხრიდან, რომ ასრულებენ მინიმუმ სტანდარტებს, - განაცხადა კრამონმა. 

გადამწყვეტი დებატების წინ ქართლმა ოცნებამ ევროდეპუტატებს ტროლების საშუალებით შეუტია- ისინი იძლებულებიან არიან "ქართლი  ოცნების " მიერ აგორებულ კამპანიას სოციალურ ქსელში უპასუხონ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში  საქართველოს შესახებ დეტებისტვის ემზადებიან. რამდენიმე საათში  ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ. ევროპის უმსხვილესმა "სახალხო პარტიამ" უკვე მოამზადა რეზოლუცია, რომელშიც ქართველი ოლიგარქის გარდა, ქართველი მოსამართლეები და პროკურორებიც  მოხვდნენ.

განხილვის პარალელურად,  დებატების მთავარი თემა საქრათველოში მედიის მდგომარეობაც იქნება.

მსგავსი სიახლეები