,,ვივა მედში" მიმდინარეობს სააკაშვილის მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა, რაც ძალიან ცუდია - მარიამ ჯიშკარიანი

08.06.22 15:37
,,ვივა მედში" მიმდინარეობს სააკაშვილის მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა, რაც ძალიან ცუდია - მარიამ ჯიშკარიანი

ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები იმყოფებიან და დამატებით კვლევებს ატარებენ. ცენტრის  ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის, ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა მიმდინარეობს სიმპტომურად, რაც არაადეკვატურია. რაც შეეხება გამოკვლევებს, ისინი ელოდებიან ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხს უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე, რაც საქმეს გააადვილებს.

ექსპერტიზა, დოკუმენტების შესწავლა გრძელდება. მინდა, მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს, დროულად მოგვაწოდოს უცხოელი ექპერტის ლიცენზიის აღიარების პროცედურა და ხელოვნურად ნუ აჭიანურებს პროცესს.

არ გამოვრიცხავ საქმეში სხვა უცხოელი ექსპერტის ჩართვას, ვინაიდან ჩვენს მიერ შესწავლილი დოკუმენტაციით მიმდინარეობს მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა. 

,,ემპათიას" მედიკოსების ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "ვივამედში" რამდენიმე კვირიანი მკურნალობის მიუხედავად ისევ არ შეცვლილა.

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზა დღეს ისევ გაგრძელდება. შედეგები კი  სავარაუდოდ 1 კვირაში გასაჯაროვდება.

მსგავსი სიახლეები