ევროკავშირში საქართველოს მისწრაფება - "ლელო" საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს ხვდება
ევროკავშირში მწვავე დებატაბემდე პარტია "ლელო" საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს ხვდება. შეხვედრას 8 დიპლომატი დაესწრება. საუბრის თემა ევროკავშირში საქართველოს მისწრაფება იქნება.
"ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძის თქმით, რეზოლუცია, რომელმსაც დღეს ევროპარლამენტარები განიხილვანენ, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს "ქართული ოცნბეისთვის" კიდევერთი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
იქნებიან საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის ელჩები, სხვა საელჩოების წარმომადგენლებიც. ჩვენ გვინდა მათთან ერთად ვიმსჯელოთ იმ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. იმ უმნიშვნელპოვანეს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ჩვენ ველით ახლა ევროპული საბჭოს შეხვედრიდან, ასევე, იმ რეზოლუციაზე, რომელიც განიხილება ევროპარლამენტში და ეს ძალიან ცუდია, რომ აქამდე მივიდა საქმე, რომ ასეთი რეზოლუცია განიხილება ევროპარლამენტში რაც შეეხება მედიის თავისუფლებას ქვეყანაში, ის, რომ კანონის უზენაესობა ფექხვეშ არის გათელილი სამწუხაროდ, ჩვენმა მეგობრებმა ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში ევროპარლამენტში ეს თემა განიხილება, - თქვა ჯაფარიძემ.