საქართველო სამ კანდიდატს შორის ყველაზე წინაა ყველანაირი რეფორმებით - კახა კალაძე
ყველანაირი რეფორმებით წინა ვართ - ,,ქართული ოცნების" გენმდივანი, კახი კალაძე, აცხადებს, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, რომელსაც განაცხადი აქვს შეტანილი ევროკავშირის წევრობაზე, საქართველო ყველაზე წინაა რეფორმების თვალსაზრისით.
კახი კალაძე ასევე აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
კანდიდატთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული. შეიძლება, პირდაპირ ითქვას, იმ სამი ქვეყნიდან, რომელსაც წარდგენილი აქვს კანდიდატზე განაცხადი, საქართველო არის ყველაზე წინ ყველანაირი რეფორმებით.
პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობს, ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ, როცა პოლიტპატიმრები იყვნენ და განსხვავებული მოსაზრების გამო ხალხს იჭერდნენ. -განაცხადა კახა კალაძემ.