ბატონო შალვა, გაიხედეთ თქვენგან მარცხნივ, ხედავთ ცარიელ სკამებს?! ეს არის მთავრობის დამოკიდებულება პარლამენტთან - გიორგი ვაშაძე

08.06.22 15:22
ბატონო შალვა, გაიხედეთ თქვენგან მარცხნივ, ხედავთ ცარიელ სკამებს?! ეს არის მთავრობის დამოკიდებულება პარლამენტთან - გიორგი ვაშაძე

ბატონო შალვა, შეგიძლიათ გაიხედოთ თქვენგან მარცხნივ, ხედავთ ცარიელ სკამებს? სწორედ ეს არის მთავრობის დამოკიდებულება პარლამენტთან, თქვენს ანგარიშთან მიმართებაში - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს. 

მისი თქმით, ცარიელი სკამები აჩვენებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც მთავრობას აქვს: 

საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტს აქვს საზედამხედველო ფუნქცია მთავრობაზე და არა მთავრობას პარლამენტზე, აი, ეს სწორედ ის დამოკიდებულებაა, რომელიც მათ დღეს აქვთ პარლამენტთან მიმართებაში და პირადად თქვენთან მიმართებაში"- თქვა ვაშაძემ. 

მსგავსი სიახლეები