ყველაზე მწვავე პრობლემა დეპუტატის კითხვების სრული იგნორია, განსაკუთრებულად ურჩი პრემიერია - ბუჩუკური
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, დეპუტატ ანა ბუჩუკურის თქმით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია იმდენად დასუსტებულია, რომ პრემიერ- მინისტრის აპარატმა მის შეკითხვაზე პასუხი 322 დღის დაგვიანებით გამოაგზავნა და ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე სიუჟეტი კონკრეტულმა ჟურნალისტმა მოამზადა.
ყველაზე მწვავე პრობლემა არის, პარლამენტის წევრის კითხვების სრული იგნორი, მათ შორის, განსაკუთრებულად ურჩია პრემიერ-მინისტრი, რომელიც სამწუხაროდ აქ არ არის, თორემ მასაც ვკითხავდი ამას. მან დაარღვია კონსტიტუცია და თავად არ გასცა პასუხი დეპუტატის წერილს, არამედ გააცემინა აპარატის ოფისის თანამშრომელს.
ჩემი მოწოდება იქნება თქვენს მიმართ და თხოვნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მთავრობის წევრების მიერ კონსტიტუციის მოთხოვნების შესრულებას, მოგეხსენებათ, ეს არის იმპიჩმენტის დაწყების ერთ-ერთი საფუძველი"- თვვა დეპუტატმა.