შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას - სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი
შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ნიკა გვარამიას, ეს კითხვა ოფიციალური ვიზიტით რომში მყოფ სალომე ზურაბიშვილს დაუსვეს.
ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი დისკრეციული უფლებაა შეწყალების უფლება და არავის მითითებებს ის არ გაითვალისწინებს.
ჯერ ერთი პასუხი არ მევალება. მერე მეორე, მე არ ვაკეთებ საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მით უმეტეს შეწყალებაზე, რომელიც არის ჩემი დისკრეციული უფლება და კომენტარებს არ ვაკეთებ“. - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი „პირველ არხთან" საუბრისას.
ნიკა გვარმიას საქმეზე სახლხო დამცველმა დასკვნა დღეს გაასაჯროვა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვტილება დაუსაბუთებელი და არამართლზომიერია, ამიტომ ომბუდსმენი სალომე ზურაბიშივლს გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს.