ყველაზე დაუსაბუთებელი განაჩენი, ბოლო წლებში შესწავლილ განაჩენებს შორის - ლომჯარია ნიკა გვარამიას საქმეზე

08.06.22 16:23
ყველაზე დაუსაბუთებელი განაჩენი, ბოლო წლებში შესწავლილ განაჩენებს შორის - ლომჯარია ნიკა გვარამიას საქმეზე

"ეს განაჩენი არის ჩვენს მიერ, ბოლო წლებში შესწავლილ განაჩენებს შორის ყველაზე დაუსაბუთებელი" - სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ საუბრობს ნიკა გვარამიას საქმის განაჩენის დასკვნაზე.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, ნიკა გვარამიას საქმე საკორპორაციო სამართალს მიეკუთვნება და მოსამართლეს არ აქვს დასაბუთებული, რატომ განიხილა სისხლის სამართლის დავის ჭრილში. მისივე თქმით, მოსამართლე ვერ ასაბუთებს, რომ ნიკა გვარამიას ქმედება იყო თვითნებური და მიზნად ისახავდა პირად გამორჩენას.

სასამართლოს არ უმსჯელია რატომ იყენებს სასჯელის კონკრეტულ ზომას, ერთ შემთხვევაში ჯარიმას და მეორე შემთხვევაში პატიმრობას. წინააღმდეგობრივია სასამართლოს მსჯელობა ამ საკითხში. ის აცხადებს, რომ პატიმრობას იყენებს იმიტომ, რომ ნიკა გვარამია ჯარიმის გადახდაზე ამბობს უარს, მაშინ როდესაც პირველ ეპიზოდში სასამართლომ ჯარიმა დააკისრა ნიკა გვარამიას. რაც შეეხება სასჯელის ზომას, სამნახევარ წელს,  აქ არც ერთი სიტყვა არ გვხდება, თუ რატომ იყენებს მოსამართლე ამ ვადით პატიმრობას" - განმარტავს ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, არსებობდა ალტერნატივები, უფრო მსუბუქი სასჯელის დაკისრების, თუმცა მოსამართლეს არც ამაზე უმსჯელია.

ნიკა გვარმიას საქმეზე სახლხო დამცველმა დასკვნა დღეს გაასაჯროვა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვტილება დაუსაბუთებელი და არამართლზომიერია, ამიტომ ომბუდსმენი სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს.

მსგავსი სიახლეები