უარი არ მიმიღია - ნიკა გვარამიას საქმეზე ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტს შეხვედრა შესთავაზა

08.06.22 16:44
 უარი არ მიმიღია - ნიკა გვარამიას საქმეზე ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტს შეხვედრა შესთავაზა

სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტს შეხვდეს.

ნინო ლომჯარიას თქმით, ჯერი ახლა პრეზიდენტზეა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ განაჩენის გამოცხადებიდან მალევე სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხზე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა.

მე რამდენჯერმე შევთავაზე პრეზიდენტს, ამ საკითხთან დაკავშირებით ვარ მზად, რომ შევხვდე და გავუზიარო იურისტებისა და სახალხო დამცველის აპარატის მოსაზრებები, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ ეს განაჩენი არის არსებითად დაუსაბუთებელი. ჯერი ალბათ არის თავად საქართველოს პრეზიდენტზე. უარი არ მიმიღია, თუ ექნება ქალბატონ პრეზიდენტს სურვილი, მე მას ვაცნობე, რომ მზად ვარ, ამაზე უფრო მეტი დეტალები მივაწოდო", - თქვა ნინო ლომჯარიამ. 

ნიკა გვარამიას საქმეზე სახლხო დამცველმა დასკვნა დღეს გაასაჯაროვა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვტილება დაუსაბუთებელი და არამართლზომიერია, ამიტომ ომბუდსმენი სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს.

მსგავსი სიახლეები