ლევან ბერძენიშვილი დაიქირავეთ, რომ ლოგიკურ მეტყველებაში გავარჯიშოთ - სალომე სამადაშვილი "ოცნებას"

08.06.22 16:50
ლევან ბერძენიშვილი დაიქირავეთ, რომ ლოგიკურ მეტყველებაში გავარჯიშოთ - სალომე სამადაშვილი "ოცნებას"

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი,  პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, მიმართავს, ლევან ბერძენიშვილი დაიქირავოს, რათა უმრავლესობის წევრები ლოგიკურ მეტყველებაში ავარჯიშოს: 

ბატონო შალვა, გირჩევდით, ლევან ბერძენიშვილი დაიქირავოთ, რათა თქვენი უმრავლესობის წევრები ლოგიკურ მეტყველებაში ავარჯიშოს. იქნებ, რაღაც განათლება დაჩქარებული კურსით მისცეს, რათა სიტყვის თქმისას მულტფილმების ციტირება არ სჭირდებოდეთ, რაც ძალიან სირცხვილია“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები