პატივი ეცით ევროკავშირის კრიტერიუმებს და შეასრულეთ რეფორმები! - საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი

08.06.22 17:31
პატივი ეცით ევროკავშირის კრიტერიუმებს და შეასრულეთ რეფორმები! - საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი

შეასრულეთ რეფორმები - ევროპელი დიპლომატები  ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ მთავარი პოლიტიკურ გზავნილს ამ წუთებში   პარტია "ლელოს" ლიდერებს აცნობენ. პარლამენტში 8 ქვეყნის აკრედიტირებული ელჩი ოპოზიციის ლედერებს ხვდება.

საუბრის მთავარი თემა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის  მინიჭება და საქართველოს ევროპული პერსპექტივაა. ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებთან ქვეყნაში არსებულ პოლიტიკურ დევნაზე, ,,ოცნების" ანტიდასვლურ კამპანიასა  და ნიკა გვარამიას დაკავებაზეც ისაუბრებენ.

მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ, როგორი იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება, ეს ჩემი მხრიდან სპეკულირება იქნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამისთვის მომზადებული იყოს. ამისთვის არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც უნდა შესრულდეს.

თუ ვსაუბრობთ ევროკავშირის გაფართოებაზე, ამისთვის არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც უნდა შესრულდეს და ამ კრიტერიუმების შესახებ საქართველოსთვის კარგადაა ცნობილი. 

თუ გინდათ, იყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამისთვის ინსტიტუციები უნდა იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი. 

შიშები გაფართოების შესახებ ევროკავშირში 2004 წელსაც იყო. ეს შიში ახლაც არსებობს. ევროკავშირის კარი ღიაა. პატივი უნდა სცეთ ევროკავშირის კრიტერიუმებს და შეასრულოთ რეფორმები. - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა.

მსგავსი სიახლეები