თავს დაუფიქრდი - პაპუაშვილი სალომე სამადაშვილს
რეფლექსია მოახდინოს და საკუთარ თავს დაუფიქრდეს! - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშილმა "ლელოს" წევრს, დეპუტატ სალომე სამადაშვილს.
მან დეპუტატებსა და ჟურნალისტებს მიმართა:
მოგიწოდებთ ყველა დეპუტატს, მოვუწოდებ ჟურნალისტებს, ქალბატონი სალომე რომ გამოვა, ჩართეთ წამზომი და დაელოდეთ, თუ ერთ წუთში არ იქნება ზიზღის რამე სიტყვა, ერთი წუთი თუ გაძლებს, რომ შიგნით ზიზღი არ გამოურიოს. ერთი კითხვა დასვა და მეორე დააზუსტა, ჯერ კლოუნიო თქვა, მერე ქალბატონ მაკაზე თქვა დაქირავებულიო, მერე თქვა მოძალადეებიო…
არ ვიცი, რა პოლიტიკურ კულტურაზე ვისაუბრო და რა იმედი გავქვს, როცა ის თავად საუბრობს, რომ კოლეგებს ევროპაში ელაპარაკება და არწმუნებს. ხომ ხვდებით, რაზე ელაპარაკება? იმაზე, რომ კლოუნები არიან ხელისუფლებაში, იმაზე, რომ დაქირავებულები არიან ხელისიუფლებაში, იმაზე, რომ მოძალადეები არიან, იმაზე, რომ ზიზღია და ეს არის მისი პოლიტიკური ამოცანა. ერთადერთი რჩევა მექნება მის მიმართ, თავს დაუფიქრდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.