ეკა ხერხეულიძემ თორნიკე რიჟვაძეს „ღარიბაშვილის კარიკატურა“ უწოდა

08.06.22 17:23
ეკა ხერხეულიძემ თორნიკე რიჟვაძეს „ღარიბაშვილის კარიკატურა“ უწოდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს „ღარიბაშვილის კარიკატურა“ უწოდა. 

დეპუტატი თვლის, რომ ღირსეული ხელისუფლება თორნიკე რიჟვაძეს გუშინ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო მოხსნიდა. 

ალბათ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ტექსტი გაქვთ მოსმენილი. ღირსეული ხელისუფლება ამ ადამიანს გაუშვებდა. ის არ გახლავთ ადამიანი, რომლის გაშვებასაც რაღაც პროცედურები სჭირდება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შეგესრულებინათ, მაგრამ ამჯობინეთ ამ ენაზე ესაუბრებოდეს თავის კოლეგებს. უბრალოდ ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. არ მგონია, რომ სიამოვნებას გგვრიდეთ ღარიბაშვილის კარიკატურა, ცუდი გაგებით არ ვამბობ. ის ყველანაირად ცდილობს, დაემსგავსოს ღარიბაშვილს. იმდენად სასაცილო იყო, არ ვიცი, ის სამსახურში როგორ უნდა მივიდეს“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

გუშინ თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს "ჭორიკნები" უწოდა. 

„თქვენ ხართ ჭორიკანები, ჭორიკანები, ჭორიკანები… ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ“, - მიმართავდა რიჟვაძე ოპონენტებს. 

მსგავსი სიახლეები