არ მაინტერესებს საერთოდ ნინო ლომჯარიას პოზიცია - "ქართულ ოცნება" ომბუდსმენის წინააღმდეგ

08.06.22 17:24
არ მაინტერესებს საერთოდ ნინო ლომჯარიას პოზიცია - "ქართულ ოცნება" ომბუდსმენის წინააღმდეგ

"ქართული ოცნება" ომბუდსმენის წინააღმდეგ - პარტიიდან, ნიკა გვარამიას დაუსაბუთებელ და პოლიტიკურ განაჩენთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის დასკვნას ეხმაურებიან.

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძის აზრით, ნინო ლომჯარია ბოლო დროს "ნაცების სახალხოდ დამცველად" გადაიქცა.

ნინო ლომჯარია ბოლო დროს არა სახალხო დამცველად, არამედ „ნაცების სახალხოდ დამცველად" გადაიქცა. ეს არის მისი ბოლო მისია და ფუნქცია, როგორც ჩანს. უკრაინაში ამისი საშუალება კანონისმიერი იყო, საქართველოში კი არ არის და კიდეც რომ იყოს, ამას არავინ არ იფიქრებდა“. - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

რაც შეეხება გურამ მაჭარაშვილს, მას საერთოდ არ აინტერესებს სახალხო დამცველის პოზიცია.

არ მაინტერესებს საერთოდ ნინო ლომჯარიას პოზიცია ამ საკითთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის გამოირჩევა შერჩევითი სამართლით“. - ამბობს ქართული ოცნების წევრი.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ლომჯარიას ამ განცხადებს ჯერ არ გაცნობია, თუმცა, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ამ დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი ეპარება.

რიგ შემთხვევებში საკმაოდ მიკერძოებული განცხადებები ჰქონდა ნინო ლომჯარიას , მათ შორის პატიმარ სააკაშვილთან  დაკავშირებით. ამიტომ მის ობიექტურობაზე, კონკრეტულად ახლა, ნამდვილად ვერ დავდებ თავს“ - ამბობს ნინო წილოსანი პირველებთან საუბრისას.

ნიკა გვარმიას საქმეზე სახლხო დამცველმა დასკვნა დღეს გაასაჯროვა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვტილება დაუსაბუთებელი და არამართლზომიერია, ამიტომ ომბუდსმენი სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს.
 

მსგავსი სიახლეები