რის გადაღუნვას ცდილობდა თორნიკე რიჟვაძე და რა ედო მაგიდაზე? - ტიტე აროშიძის კომენტარი
ვაბშე არ გამიგონია ეგ ფრაზა მე. მერე რა მოხდა, კაცო,? კვირიკაშვილმა აგერ ... ეტყობა, მაგიდაზე ედო რაღაც გადასაღუნი და მასზე თქვა - ასე შეეცადა ,,ქართული ოცნების" დეპუტატი, ტიტე აროშიძე, გამოეყვანა უხერხული მდგომარეობიდან აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე.
,,ვერავის ვერ გადაუღუნავ, დავაი, დაახვიე, ჭორიკნებო, ლოთებო - ასე მიმართა თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციას აჭარის უმაღლეს საბჭოში გუშინ, როცა მისი 4 წლიანი მმართველობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობდა.