ოპოზიციის ლიდერებზე თავდამსხმელი პირი მოსამართლემ ციხეში გაუშვა
ოპოზიციონერ ლიდერებზე, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდამსხმელი პირს, ძალადობრივი, პრორუსული დაჯგუფების წევრ, ირაკლი ხომასურიძეს, მოსამართლემ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დღეს ბრალდებული ხომასურიძე განსასჯელის სკამიდან ამტკიცებდა, რომ ,,ოცნების" მხარდამჭერია. დაასახლა კონკრეტულ დეპუტატები, ვისთანაც კავშირზე იყო. მათ შორის, უმრავლესობის დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი.
მივედი მათთან ( სამნიძე, ბერძენიშვილი) და ვუთხარი, თქვენ არასწორი ადამიანები ხართ-მეთქი. ამაზე მწვდა სხეულზე, მერე რა მოხდა, არ მახსოვს. მეც მოვუქნიე და რაღაცეები.
26 მაისს ანრი ოხანაშვილი დამპირდა, მთავარმა პროკურორმა ანგარიში უნდა ჩააბაროსო და დაგასწრებო - აღნიშნა პროცესზე ირაკლი ხომასურიძემ.