“შინ ევროპისკენ” - “სირცხვილია” 20 ივნისს აქციას გეგმავს

08.06.22 22:59
“შინ ევროპისკენ” - “სირცხვილია” 20 ივნისს აქციას გეგმავს

“შინ ევროპისკენ”- ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებული მოძრაობა "სირცხვილია" 20 ივნისს, 20 საათზე აქციას გამართავს.

აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართება. რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიმართავენ. 

ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომლისთვისაც ყველა თაობამ მსხვერპლი გაიღო. ამ ჩვენი ისტორიული მისწრაფების ხელშესახები აქტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაა. ჩვენ, ქართველებმა, იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი შევქმენით და ევროპასთან ღირებულებითი კავშირის დეკლარირება შევძელით.

გაივლის 1 საუკუნე და რუსეთის ფედერაცია უკრაინის დასავლურ არჩევანს ახალი სამხედრო აგრესიით დაუპირისპირდება. უკრაინელი ხალხის გმირობისა და თავგანწირვის ფონზე კი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის უპრეცედენტო შანსი ჩნდება – გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ფესვები და მისწრაფებებია”, – ნათქვამია “სირცხვილიას” განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები